ოფიციალურად: გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგის გუნდი ჩაიბარა

ოფიციალურად: გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგის გუნდი ჩაიბარა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ლვოვი“ უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობს და მთავარ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, რადგან 23 თებერვლის შემდეგ არ მოუგია (ზედიზედ 8 მატჩი). ამის მიუხედავად, თანაქალაქელ „კარპატისთან“ 8-ქულიანი უპირატესობა აქვს და წესით პრემიერლიგაში დარჩენა არ უნდა გაუჭირდეს. კონტრაქტის დეტალებზე უკრაინული გუნდის ვებგვერდის გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

ცეცაძე ბოლოს „საბურთალოში“ მუშაობდა, გარდა ამისა, საქართველოს 21 და 19-წლამდე ნაკრებებს, „დილას“, „ლოკომოტივს“ და „სამტრედიას“ ავარჯიშებდა.

გია ცეცაძემ 2016 წელს, "სამტრედიას" საქართველოს ჩემპიონისა და სუპერთასის ტიტული მოაგებინა, ხოლო 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.