გერმანიის ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ზეიმის მოწყობის გამო, „უნიონს“ სერიოზულად დასჯიან. 32-ე ტურში „პადერბორნის“ 1:0 დამარცხების შემდეგ ბერლინელებმა ელიტაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნეს.
გახარებულმა ფეხბურთელებმა კი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მთლიანად დაივიწყეს და წარმატება მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს.
ამის გამო „უნიონს“ ქვეყნის საფეხბურთო კავშირისგან სერიოზული ფინანსური ჯარიმა ელის. ორი ფეხბურთელი, კრისტოფერ ტრიმელი და შერალდო ბეკერი კი განსაკუთრებით მკაცრად დაისაჯნენ - ისინი თვითიზოლაციაში მანამდე იქნებიან, სანამ ვირუსზე ორ უარყოფით ტესტს არ ჩააბარებენ.