ინგლისურ საფეხბურთო კლუბ "ევერტონის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ესპანეთის პროკურატურა გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება 2014/2015 წლების სეზონს, როდესაც იტალიელი სპეციალისტი მადრიდის „რეალში“ მუშაობდა და საერთო ჯამში მილიონი ევრო დამალა.
ამაზე გაცილებით დიდი თანხა ფიგურირებდა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის, დიეგო კოშტას საქმეში და მას ექვსთვიანი პირობა მიუსაჯეს. სავარაუდოდ, 61 წლის ანჩელოტი მხოლოდ ფინანსური სანქციით გადარჩება.