ზინედინ ზიდანმა „რეალის“ მოგებული მატჩების რაოდენობით ვისენტე დელ ბოსკეს გაუსწრო

ზინედინ ზიდანმა „რეალის“ მოგებული მატჩების რაოდენობით ვისენტე დელ ბოსკეს გაუსწრო

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელებს შორის მოგებული თამაშების რაოდენობით ვისენტე დელ ბოსკეს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "სოსიედადთან" მოგებული შეხვედრა ლეგენდარული ფრანგისთვის სამეფო კლუბის დამრიგებლის რანგში 134-ე გამოდგა, დელ ბოსკეს კი 133 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

ახლა ზიდანზე წინ მხოლოდ მიგელ მუნიოსია, რომლის ხელმძღვანელობითაც „რეალმა“ 1960-1964 წლებში მეტოქე გუნდები 352 თამაშში დაამარცხა.

რაც შეეხება ზიდანს, მთავარი მწვრთნელის რანგში ფრანგმა „ბლანკოსს“ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ერთხელ ლა ლიგა მოაგებინა.

15 ივნისს ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე საიუბილეო, მე-200 შეხვედრა „ეიბართან“ ჩაატარა.