„პუტინი მსოფლიოს ბატონ-პატრონად თვლის თავს და ვიღაც გაბუნიას გამო რატომ უნდა გაიფუჭოს რეპუტაცია?!“

„პუტინი მსოფლიოს ბატონ-პატრონად თვლის თავს და ვიღაც გაბუნიას გამო რატომ უნდა გაიფუჭოს რეპუტაცია?!“

გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომლითაც მან 2019 წლის ივლისში პუტინის მიმართ საკუთარი ემოცია პირდაპირ ეთერში გამოხატა, გაგრძელება ჰპოვა და დღეს უკვე ჟურნალისტის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის საკითხმა გააჩინა კითხვები, ვინ დგას ამის უკან - პუტინი, კადიროვი, თუ ორივე ერთად და რატომ ებმის ამ შავბნელ საქმეს სააკაშვილის სახელი, რომელიც ყველაფერში გათვითცნობიერებული ყოფილა?!

ვინ დგას ჟურნალისტის სავარაუდო ლიკვიდაციის უკან, ამის შესახებ for.ge-ს პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილ-ადეიშვილის საუბარია ასახული გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, სადაც უკმაყოფილებაა გამოხატული იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ გაასჯაროვა ეს ინფორმაცია. გვარამია აცხადებს, რომ ამ საქმეზე დაკავებული ვასამბეკ ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და მას აუცილებლად ეყოლება თანამოაზრეები. რამდენად რეალურია, რომ გაბუნიას მიმართ ერთი წლის თავზე დაგეგმეს შურისძიება? რას ნიშნავს კადიროვის პასუხი, თუკი ის გასცემს ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანებას, ეს ბრძანება აღსრულდება კიდეც?

- შურისძიება ათი წლის შემდეგაც შეიძლება იყოს. შურისმაძიებელმა ადამიანმა ბრაზი შეიძლება ჩაიდოს გულში და დაელოდოს თავის ჩასაფრების დროს. შურისძიებას არ სჭირდება დრო. პირიქით, სულელი უნდა იყოს ადამიანი, მაშინვე იძიოს შური. ჭკვიანი შურისმაძიებელი დიდხანს ითმენს, კარგად უსაფრდება მსხვერპლს და, როცა მინიმალურია რისკები და მაქსიმალურია შურისძიების რეალიზაცია, მაშინ ახორციელებს თავის გეგმას. რაც შეეხება კადიროვის როლს, საქმე ისაა, გიორგი გაბუნიას მიმართ რომ განხორციელებულიყო პოლიტიკური მკვლელობა, კადიროვს რაც არ უნდა ელაპარაკა და, ვისაც რა უნდა ელაპარაკა კადიროვის შესახებ, ყველა ისარი მაინც წავიდოდა პუტინისკენ, რადგან გაბუნიას კადიროვისთვის კი არ მიუყენებია შეურაცხყოფა, არამედ პუტინისთვის. იცოდა თუ არა ამის შესახებ პუტინმა, მნიშვნელობა არ აქვს, მსოფლიოში ყველა მაინც იფიქრებდა, რომ ამის უკან პუტინი იდგა. დარწმუნებული ვარ, ასეთი მაღალი რანგის ოპერაცია რომ დაგეგმილიყო, კადიროვი ხუმრობით მაინც ეტყოდა პუტინს და ხუმრობით მაინც მიიღებდა ნებართვას მისგან, „ვინაა ეს ქართველი ჟურნალისტი, ასე რომ ხტუნაობს, ერთ ადგილზე მისი მოსმა არ შეგვიშლიდა ხელს“ და, თუ პუტინისგან არ ექნებოდა კატეგორიული უარყოფა, არ გაბედო არაფერი და პუტინი „ლაითად“ ეტყოდა, ვინაა მაგის გამკეთებელიო, ეს უკვე კადიროვისთვის ნებართვასავით იქნებოდა. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს დაიგეგმა თუგინდ კადიროვის თავში (რაც გამორიცხული არ არის, რადგან ამ კატეგორიის ადამიანია კადიროვი), ის რაღაც ფორმით მაინც პუტინისგან აიღებდა ნებართვას. ცხადია, პუტინი მას არ მისცემდა პირდაპირ ნებართვას, მით უმეტეს, წერილობითს ან სატელეფონოს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ოპერაცია მეტ-ნაკლებად უნდა ყოფილიყო გაზიარებული და გავლილი პუტინთან, რადგან პუტინს დაბრალდებოდა და მთელი მსოფლიო ამაზე ილაპარაკებდა.

პუტინს სჭირდებოდა კი ასეთი აურზაური ამ თემის გარშემო?

-კადიროვი ამაზე წამსვლელია, მაგრამ პუტინი ამაზე წამსვლელია? მსოფლიოს ბატონ-პატრონად თვლის თავს და ვიღაც გაბუნიას გამო რატომ უნდა გაიფუჭოს რეპუტაცია?

მანამდე გვახსოვს პუტინის ოპონენტი ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველების (პოლიტკოვსკაიას, ესტემიროვას) ლიკვიდაციის ფაქტები, ნემცოვის, ბერეზოვსკის, სკრიპალების, ლიტვინენკოს და სხვა პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება. ეს რუსული სტილია?

- ისინი მისი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ. ის კი არა, დღემდე ნემცოვის მკვლელობა ვერ უმტკიცდება პუტინს. უმტკიცდება მხოლოდ ჩეჩენ მეომრებს, ბოევიკებს, რომლებმაც, თითქოსდა, თავისი ინიციატივით ჩაიდინეს ეს ამბავი. რუსულ საზოგადოებაშიც კი, რომელიც აღშფოთებულია ნემცოვის მკვლელობით, იქაც კი არ არის ზუსტად ჩამოყალიბებული, ეს პუტინის ხელწერაა თუ არა. თუმცა სად ნემცოვი, სად გაბუნია. ნემცოვი იყო პუტინის რეალური ოპონენტი და რეალური ოპოზიცია, გაბუნია კი არავინ არ არის, საქართველოშიც კი არ სცემენ პატივს, არათუ რუსეთში რუსეთში რამე ძალა ჰქონდეს. ამიტომ რეპუტაციის შელახვის გარდა არაფერს არ მოუტანდა პუტინს გაბუნიას ლიკვიდაცია. კადიროვისთვის კი ამას მნიშვნელობა აქვს, კადიროვი მთელ კავკასიას შეატყობინებდა, ხალხო, ხედავთ, მე ვინ ვარ? ხედავთ, რისი გამკეთებელი ვარ? რაც შეეხება მეორე ვერსიას, რაც კიევიდან მოდის, ამის ერთი ხელის მოსმით გადაგდება არ შეიძლება, რადგან სააკაშვილს კარგად ვიცნობთ. სიტყვაზე, მან ავტობუსები დაწვა არჩევნების დღეს 2008 წლის 21 მაისს ხურჩაში და აფხაზებს დააბრალა. იქ სროლები იყო და ერთი ქალბატონი კინაღამ დაიღუპა, ბრმა ჭურვის ნატეხი მოხვდა. უცებ ალყა შემოარტყეს საავადმყოფოს და სააკაშვილი არჩევნების დღეს ჩავიდა ზუგდიდში, რათა ამ ქალს არ ეხმაურა. სწორედ სააკაშვილის დროს საეჭვო ვითარებაში მოხდა 2008 წლის საომარი მოქმედებების აგორება, როცა 2-3 ივლისს დიმა სანაკოევის ესკორტის ტერაქტი იყო, დაიწვა მანქანები და ამაზე აგორდა სროლები, რამაც მიგვიყვანა 8 აგვისტომდე. უამრავი რაღაც გვახსოვს სააკაშვილისგან, მისგან მოსულა ასეთი რაღაცები. ვიდრე პროკურატურა მტკიცებულებებით არ დაადასტურებს, კადიროვის ხელია გაბუნიას საქმეში, თუ სააკაშვილის, მე არც ერთის მჯერა საბოლოოდ, არც მეორის. ანუ მჭირდება მეტი მტკიცებულებები, რადგან ასე ჰაი-ჰარალოდ ვერც ერთს დავადებ ხელს, ვერც-მეორეს. რაკი ასეთი სერიოზული საქმე გახსნა უშიშროებამ, რაც მისასალმებელია, მაშინ კეთილი ინებოს და ბოლომდე მიიყვანოს და ჰაერში არ დატოვონ ეს საკმაოდ სერიოზული მყრალი საქმე.

ფიქრობთ, სააკაშვილს აწყობდა გაბუნიას მკვლელობა არეულობის მიზნით და ამიტომაც არ მოიწონა, როცა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ეს საქმე?

- ეჭვიც არ მეპარება, რადგან სააკაშვილი ამ კატეგორიის ადამიანია. „ორი ტრუპის“ ამბავი შემთხვევითი არ არის. ეს მათთვის მოსულა. მათ მსხვერპლი სჭირდებათ, რათა ამაზე ააგორონ დიდი კამპანია. არავითარი საფუძველი არ მაქვს, ეს ფაქტი დავაბრალო სააკაშვილს, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ამის გამკეთებელია.

სხვათა შორის, გივი თარგამაძეზე ტერაქტმაც ეს კითხვები გააჩინა, სააკაშვილმა ხომ არ მოაწყო ეს ყველაფერი?

- დიახ, მაშინაც ითქვა ამის შესახებ.

სააკაშვილი და კადიროვი რამდენად ჯდება ერთ კონტექსტში და ერთ ინტერესში?

- არ ჯდება, ან ერთია, ან მეორე. ისინი ერთმანეთში გადაბმულნი არ იქნებიან. თუ ეს კიდევ მესამე ვარიანტია, კიდევ უფრო უარესი სააკაშვისთვის. ჩემი ფანტაზია ასე ღრმად არ მიდის.

ისე, კავკასიური ვენდეტა პუტინის დაცვის ჭრილში ცოტა წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ერთმანეთთან? თან კავკასიელი იყო, თან პუტინს იცავდე, ეს კადიროვის პრობლემაა?

- პუტინმა იპოვა ეს ადამიანი და ისიც მეტ-ნაკლებად რუსეთის ინტერესებს იცავს, ჩეჩნეთში ომი შეწყდა და არ არის დაძაბულობა. რუსეთის იმპერია ყოველთვის პოულობდა თავის ხალხს რეგიონებში, მათ შორის, საქართველოში. შორს წასვლა არაა საჭირო, კომუნისტური რეჟიმის დროსაც ასე იყო. ჩვენ გვგონია, 9 აპრილი რომ მოხდა, ყველანი აღშფოთებულები იყვნენ? აბა, წავიკითხოთ იმდროინდელი კომუნისტური გაზეთები, ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ქართველს, რომელიც აღშფოთებულია რუსების კი არა, ქართველების ქცევით.

ნიკა გვარამია ამბობს, ჩემი წყარო იყო სუს-ი და ქართული ოცნების მაღალჩინოსნები. დასაშვებია, რომ გვარამიას ინფორმაციას სუს-იდან აწვდიან?

- აქ შეიძლება სხვადასხვა ვერსია იყოს, მაგრამ, წესით, სუს-ის ფუნქციაა, გააფრთხილოს პიროვნება, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცის წინააღმდეგ ხორციელდება რაღაც ღონისძიება, სუს-ი ვალდებულია, ჯერ გადაამოწმოს ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და რაღაც მომენტში შეატყობინოს კონკრეტულ ადამიანს, ან კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ მას აქვს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული. ადამიანმა უნდა დაიცვას საკუთარი თავი და უნდა იცოდეს, რომ საფრთხის ქვეშაა.

საფრთხე ამოწურული არ არის, დაცვა დაუნიშნეს გიორგი გაბუნიას. ფიქრობთ, რომ ეს ჩაშლილი გეგმა განმეორებადია? გაბუნიას უკვე შესთავაზეს სახის, სახელისა და გვარის შეცვლა, ამან შეიძლება დააზღვიოს ჟურნალისტი თავდასხმისგან?

- მსოფლიოში არსებობს მოწმის დაცვის მთელი პროგრამები. ადამიანს უცვლიან სახელს, გვარს, პასპორტს, მთელი ოჯახი მიჰყავთ სხვაგან და ადამიანი ახალ ცხოვრებას იწყებს. ასეთი პროგრამაა ამერიკაშიც და ყველგან. რამდენად ეფექტურია პატარა საქართველოში მოწმის დაცვის პროგრამა, ეს სხვა საკითხია. ასეთი წარმატებული (უფრო მეტად უარყოფითად სახელგანთქმული, ვიდრე დადებითად) ჟურნალისტის აორთქლება უცნაური იქნებოდა, კითხვები დაისმებოდა საქართველოში, სად გაქრა გაბუნია. ამიტომ მას ასე პირდაპირ ვერ შეუცვლიდნენ სახელს და გვარს, მას მეტი დაცვა დასჭირდებოდა. მით უმეტეს, თუ წყაროა კადიროვი, ან სააკაშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული წყარო უკვე გაშიფრულია. მიუხედავად იმისა, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და აუცილებელია გაბუნიას დაცვა, მე მაინც მგონია, საფრთხემ გადაიარა. მაშინ მესამე ძალა უნდა იყოს ვიღაც, ვინც დაინტერესებულია გაბუნიას ლიკვიდაციით. მე ამ წუთში ვერ ვხედავ ასეთ მესამე ძალას.

trampi მიშას გარდა ვის რად უნდა ეს სულგაყიდულები ?
პუტინს და კადიროვს სუ დიშლაზე არ ჰკიდია ორივეეე??
ყველამ იცის რომ გაბუნიას და კილერის ამბების ავტორ შემოქმედი მხოლოდ და მხოლოდ მიშაააა
და ყველაფრის მიუხედავად მაინც ......................... ეს ,, მეგობრები,, დიდის სერიოზულობით ცდილობენ ამ საქმესთან პუტინის დაკავშირებას, რომ თავიააანთ მამაძაღლის ჩათლახობები საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად არ გაფორმდეს..
არადა თავიც ბოლოც და შუაც, მხოლოდ და მხოლოდ მიხოა და მიხო...................................გაბუნიას გასუხარება მიხოს და მის ბანდას ,,დიდი რევოლუციური საქმისთვის,, (გადატრიალება---გადმოტრიალება) სჭირდებოდა.....
ბიძა მოგვიკვდა კოლია, მითომაც არა გყოლიაო---- ზუსტად ესე იქნებოდა გაბუნიას საქმე......... ერთით მეტი, ერთით ნაკლები---- რა მოხდა, ერთი გაბუნია აქეთ იყოს, იქით იყოს.......
ის თარგამაძე ხომ კინაღამ ტრაკში ააფეთქა...................ესე უპირებდა ამასაც........ ..მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ .....
3 წლის უკან