ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი მარიო კორსო გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი მარიო კორსო გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი მარიო კორსო გარდაიცვალა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 78 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. კორსო მილანის „ინტერში“ 1957-1973 წლებში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და 509 შეხვედრაში 94 გოლი გაიტანა. მისი მთავარი მწვრთნელი კი ლეგენდარული ელენიო ერერა იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც კორსომ ოთხჯერ იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ ჩემპიონთა თასი და ამდენჯერვე კონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 23 მატჩში 4 ბურთია. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად „ლეჩეში“, „კატანძაროში“, „ინტერში“, „მანტოვასა“ და „ბარლეტოში“ მუშაობდა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერსად მიაღწია.