„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. პრემიერლიგის 30-ე ტურში გამართული ლივერპულური დერბი გატანილი ბურთების გარეშე, ანგარიშით 0:0 დასრულდა, კლოპი კი გახდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელსაც „ევერტონთან“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
მას შემდეგ, რაც გერმანელი სპეციალისტი „წითლებს“ ჩაუდგა სათავეში, მისმა მომზადებულმა გუნდმა თანაქალაქელები შვიდჯერ დაამარცხა და ოთხჯერ ფრედ დაასრულა შეხვედრა. ოცდაათი ტურის შემდეგ „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 83 ქულით ლიდერობს და „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს გამართული, 23 ქულით უსწრებს.