იტალიის სერია A-ში კარანტინის წესები შემსუბუქდება. ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ერთობლივი განცხადება ქვეყნის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რობერტო სპარანცამ გააკეთეს.
16 მაისს მიღებული დადგენილების მიხედვით, კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაშიც კი მთელი გუნდი ორკვირიან იზოლაციაში უნდა გადასულიყო. განახლებული წესებით კი, კარანტინში გადასვლა მხოლოდ იმ ფეხბურთელს მოუწევს, რომელიც დაინფიცირდება, კლუბის დანარჩენი წევრები კი მხოლოდ ხელმეორე ტესტირებას გაივლიან.
მარტში შეწყვეტილი იტალიის ჩემპიონატი შაბათს, 20 ივნისს განახლდა.