მსოფლიოს მე-19 ჩოგანს, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, რომელიც ნოვაკთან ერთად თამაშობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. დადებითი პასუხი აჩვენა 33-ე ჩოგანი ხორვატი ბორნა ჩორიჩის ტესტმა, რომელიც აღნიშნულ შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას.
„გაცნობებთ, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. მინდა, ვთხოვო ყველას, ვისაც ბოლო რამდენიმე დღე ჩემთან კონტაქტი ჰქონდა, ტესტირება გაიარონ. ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმეს პრობლემები შევუქმენი. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს. ფრთხილად იყავით“, – დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხორვატმა ჩოგბურთელმა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელსაც დაუდგინდა, თუმცა თავად ჩოგბურთელი ტესტის ჩაბარებაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და მასალის ჩაბარების არანაირი საჭიროება არ არსებობს.