გრაცის „შტურმის“ ქართველი ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის შეძენა სტამბოლის „ფენერბახჩეს“ სურს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ერთ-ერთმა ვებგვერდმა, „ფოტომაქმა“ გაავრცელა.
მაქს კრუზეს წასვლის შემდეგ სტამბოლის გუნდის ხელმძღვანელები მის შემცვლელად კიტეიშვილს განიხილავენ, რომლის დახასიათებისთვისაც „ტრაბზონის“ ქართველ ლეგენდას, არჩილ არველაძეს მიმართეს.
24 წლის ნახევარმცველი „შტურმში“ 2018 წლიდან გამოდის და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. ავსტრიის წლევანდელ ბუნდესლიგაში კიტეიშვილის ანგარიშზე, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 1.5 მილიონი ევროა, 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.