„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ლეროი სანემ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ამის შესახებ მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა.
„მან უარი თქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე. კლუბმა მას კონტრაქტის გახანგრძლივება ორჯერ შესთავაზა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო. როგორც ჩანს, მას კლუბში დარჩენა არ სურს“, - აღნიშნა გვარდიოლამ.
ლეროი სანე „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან თამაშობს. ამ დროს განმავლობაში ის გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა.