ნეიმარმა „ბარსელონასთან“ სასამართლო დავა წააგო

ნეიმარმა „ბარსელონასთან“ სასამართლო დავა წააგო

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასამართლო დავა წააგო. ამის შესახებ კატალონიური კლუბი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ 28 წლის ბრაზილიელის სარჩელი, რომლითაც ის კლუბისგან ბონუსების სახით 43,6 მილიონ ევროს ითხოვდა, არ დააკმაყოფილა. ნაცვლად ამისა, ნეიმარს ყოფილი კლუბისთვის 6,7 მილიონი ევროს გადახდა თავად მოუწევს.

ნეიმარი აცხადებდა, რომ 2017 წელს კლუბიდან კონტრაქტის დასრულებამდე წასვლის გამო „ბარსელონამ“ მას თანხა სრულად არ გადაუხადა. „პარი სენ-ჟერმენში“ ბრაზილიელი რეკორდული თანხის, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.