გერმანიის ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ალფონსო დევისი დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს.
19 წლის კანადელი მოთამაშე „ბაიერნმა“ 2018 წლის ზამთარში „ვანკუვერიდან“ დაიმატა და მიმდინარე სეზონში გამართულ 28 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. კანადის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში კი, ამპლუით ნახევარმცველმა უკვე 5 გოლის გატანა მოასწრო.
რამდენიმე დღის წინ დევისი „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა - „რეკორდმაისტერმა“ „ვერცხლის სინი„ ზედიზედ მერვედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიგო.