ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალენსია“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრა მადრიდში „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე გაიმართა. ბენზემამ მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა.
ჯამში სამეფო კლუბის მაისურით გატანილი 243 გოლით მან „რეალის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ფერენც პუშკაშს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა. მასზე მეტი ბურთი კრიშტიანო რონალდუს (450), რაულს (323), ალფრედო დი სტეფანოს (308) და სანტილიანას (289) აქვთ გატანილი.