„ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები იმ გლობალური ძალების დასაყრდენია, რომლებიც არეულობებს იწვევენ მსოფლიოში“

„ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები იმ გლობალური ძალების დასაყრდენია, რომლებიც არეულობებს იწვევენ მსოფლიოში“

„პოლიტიკაში ყოფნა ნაციონალებისთვის ინდულგენციაა. ამ მხრივ საინტერესოა თამარ ჩერგოლეიშვილის აღიარება, გიგა ბოკერიას არ სჭირდება დიდი რეიტინგი საქართველოში, მას ურთიერთობები დალაგებული აქვს საერთაშორისო კონტაქტების დონეზე“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი თამარ კიკნაძე.

ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიის ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ ვერ თანხმდებიან და, ფაქტობრივად, დაშლის პირას არიან. ხომ არ ამოწურა ნათელაშვილის მაგიდამ რესურსები და რა გადაარჩენს მათ? სააკაშვილის რჩევები და ერთიანი საარჩევნო სია, რომლითაც სააკაშვილი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყაჩაღთა ბანდაზე გამარჯვებას გეგმავს?

- სააკაშვილმა ახალი დირექტივა გამოუშვა კიევიდან და ოპოზიციას საერთო სიის გაკეთება შესთავაზა. ახლახანს კაკო ბობოხიძე გამოვიდა ტელევიზიით და ისიც კი ამბობს, რომ სააკაშვილის ქმედებები სწორი არ არის. ამ შემთხვევაში, სააკაშვილმა უკან უნდა დაიხიოს, რადგან მისი ასეთი ქმედებები ხელს უშლის ოპოზიციის ერთობლივ მოქმედებებს. ძალიან ეკლექტური ოპოზიციაა, ეჭვი მეპარება, რაღაც კონსტრუქციულზე შეძლონ შეთანხმება.

სამწუხაროდ, ეს არ არის კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის იქნება მოწოდებული. თვით ის ქმედებები, მათი მცდელობით რაც ხდება, იმავე კონგრესმენთა, სენატორთა განცხადებები, ეს ხომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. გარდა ამისა, მსოფლიო ახლა ძალიან რთული პროცესების წინაშეა. ამერიკაში რთული სიტუაციაა, რუსეთში რთული სიტუაციაა და, საერთოდ, გლობალური გადანაწილება მიმდინარეობს. ამიტომ, რაც უფრო მეტი სიწყნარე იქნება საქართველოში, მით უფრო კარგია, რადგან ჩვენ უნდა გავუძლოთ მსოფლიო გამოწვევებს ჩვენივე კონსტრუქციულობით და ჭკვიანური მიდგომით ამ პრობლემებისადმი. „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები კი იმ გლობალური ძალების დასაყრდენია, რომლებიც სწორედ ამ არეულობებს იწვევენ მსოფლიოში.

თქვენი აზრით, ნაციონალებმა ისარგებლეს იმით, რაც ხდება მსოფლიოში-კორონავირუსის სიტუაციით, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებით და კონგრესმენებსა და სენატორებზე ზეგავლენა მოახდინეს ლობისტების მეშვეობით, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს პუტინის მოკავშირეა?

- ძალიან კარგი განცხადება გააკეთა უილიამ კორტნიმ, ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში და აღნიშნა, რომ არასწორია, თითქოს ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა. ეს ხომ მტკნარი სისულელეა, ბიძინა ივანიშვილი ზოგს მოსწონს, ზოგს-არა, მაგრამ იგი ამ ქვეყნისთვის სტაბილურობის შენარჩუნების გარანტია, განსხვავებით, სააკაშვილისგან. მიხეილ სააკაშვილი აურაცხელ ქონებას, მილიარდებს ფლობს, რომელიც ჩვენს ხარჯზე იშოვა, საქართველოდან გაიტანა. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა ფული საქართველოში კი არ იშოვა, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და ის დიდი ქველმოქმედია, რომელიც დიდ ფულს ხარჯავს საქართველოში. ხომ იცით, წვეთმა ქვა გახვრიტაო და ასეთი უარყოფითი პიარი მიმდინარეობს ივანიშვილის წინააღმდეგ. ამას ემატება საერთო ფონი. ის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი, ეს დღევანდელი მსოფლიოს წესრიგიდან გამომდინარეა. მონეტარული პოლიტიკა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოღვაწეობა გლობალისტური ფინანსური კლანების დასაყრდენია და მათ მიერ არის შექმნილი. ეს კლანები თავიანი თამაშის წესების კარნახით არიან დაკავებულნი. სააკაშვილმა მთელი თავისი მმართველობის პერიოდში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო გლობალური წესრიგის ეპიცენტრში მოხვედრილიყო, მაგალითად, მან ბანკებში ჩააბა მთელი ქვეყანა, მას ჰქონდა გლობალისტებისგან დავალება და, თუ გახსოვთ, სესხებს იოლად გასცემდნენ და მთელი საქართველო აღმოჩნდა საბანკო კაბალაში. ეს სწორედ სააკაშვილის დროს მოხდა.

სხვათა შორის, დღესაც სააკაშვილი აშშ-ის ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ და ამაყობს, რომ მის დროს პირდაპირი ეთერით, სახლებში იჭერდნენ ადამიანებს, ანუ მისებურად-კრიმინალებს.

- არა მარტო ამერიკელებს, ახლა ნახეთ, უკრაინაში სულ სხვანაირად მღერის. რუსეთთან უნდა გამონახოს უკრაინამ საერთო ენაო, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე უარი თქვას და ა.შ. მისი განცხადებები ძალიან წინააღმდეგობრივია. რომელი ძალის სასარგებლოდ მუშაობს, კაცმა არ იცის. ის საერთაშორისო დონის ავანტიურისტია, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ძალიან ბევრი ცუდი მოუტანა. შეიძლება, მის დროს რაღაც დადებითიც იყო, მაგრამ გლობალურად თუ ვიმსჯელებთ, 2008 წლის ომი საშინელება იყო. ამას ჩვენი ამერიკელი მეგობრები აშკარად ამბობენ, არავინ არ მალავს, რომ ის გაფრთხილებული იყო, ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ მიუხედავად გაფრთხილებისა, თავქარიანად მოიქცა. როგორც ტალეირანი ამბობს, პოლიტიკაში შეცდომა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე დანაშაული.

თქვენ ეჭვობთ, რუსეთისკენ ხომ არ მიაქანებს სააკაშვილი უკრაინას? ამ ორიოდე წლის წინ იყო იმაზე საუბარი, რომ სააკაშვილს კავშირი ჰქონდა ბიზნესმენ კურჩენკოსთან, რომელიც მოსკოვში იმალებოდა და სწორედ ის აფინანსებდა სააკაშვილს.

- ყოველ შემთხვევაში, თვითონ სააკაშვილი არ არის კონსტრუქციული კაცი. ის დესტრუქციულია, მას მხოლოდ დანგრევა შეუძლია, აშენება არ შეუძლია. ღმერთმა დაგვიფაროს მისგან, კიდევ კარგი, უდიდესი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებისა ხვდება, რომ იმ დესტრუქციული ძალის ხელისუფლებაში ხელმეორედ მოყვანა საქართველოს არ წაადგება. ერთადერთი, რაც „ნაცმოძრაობამ“ შეიძლება შეძლოს, პარლამენტში რაღაც რაოდენობით შევიდეს, თორემ, რაც სააკაშვილის ოცნებაა, ივანიშვილი დაამარცხოს და თვითონ მოვიდეს უმრავლესობით, ისე, რომ ხელში ჩაიგდოს მმართველობა, ეს გამორიცხულია. ისინი არეულობისთვის იმუშავებენ, თუნდაც იმავე 20 ივნისს უნდა ველოდოთ გართულებებს, მაგრამ იმედია, ხელისუფლება გაუმკლავდება ამ ყველაფერს.

ყოველი არჩევნების წინ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებებში ისმის, რომ ნაცები დასაჭერები არიან, ციხიდან გამოსაშვები არ არიან. ერთგვარად, ღარიბაშვილი ქორების ფრთას ხომ არ ემსგავსება, განსხვავებით, „ქართული ოცნების“ მტრედების ფრთისგან? ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილის მკაცრი ტონი ნაცების მიმართ ამ არჩევნების წინაც „ოცნების“ სასარგებლოდ განაწყობს ამომრჩეველს, რომ სამართლიანობა ახლა მაინც აღდგება?

- არავისთვისაა დაფარული, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება ნაციონალების დაჭერას და პასუხის გაცემას იმისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. თუმცა პოლიტიკაში ყოფნა მათთვის ინდულგენციაა. ჩემთვის ძალიან სიმპტომატური იყო თამარ ჩერგოლეიშვილის ერთ-ერთი გამოსვლა, როდესაც მას ჰკითხეს მეუღლესთან დაკავშირებით და მან თქვა, ბოკერიას არ სჭირდება დიდი რეიტინგი საქართველოში, მას კარგად აქვს ურთიერთობები დალაგებული საერთაშორისო კონტაქტების დონეზეო. წარმოიდგინეთ, ეს პირდაპირი აღიარებაა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, გარკვეულწილად, შეზღუდულია. ის ფაქტიც, რომ ციხიდან გამოუშვეს ორი დამნაშავე, ამან „ოცნებას“ რეიტინგი არ აუმაღლა და ძალიან ბევრი ადამიანი გაწბილებული დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ნაციონალები გლობალური ძალების დასაყრდენები არიან საქართველოში, ისინი არ არიან ეროვნული ძალები, რომლებიც საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძვიან. სხვათა შორის, მათი განცხადებები იყო, რომ ინგლისური უნდა იყოს სახელმწიფო ენა, რომ მალე საზღვრები აღარ იქნება და ერი, სახელმწიფო უკვე აღარ არის აქტუალური და დრო მოჭამა. ყველაფერი ეროვნული მათთვის მიუღებელია და ქართველმა ხალხმა ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ახლა ეგენი არიან ცხვრის ტყავში გახვეული მგლები და ღმერთმა დაგვიფაროს, ხელისუფლება მათ ჩაიგდონ ხელში. მერე ნახეთ, რა მოუვა ამ ბედკრულ საქართველოს.

დამოუკიდებელ დეპუტატებს რისი მიღწევა შეუძლიათ ამ არჩევნებზე, ოცნების ამომრჩევლის ნაწილს გადაიბირებენ?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადალაგდება ყველაფერი. ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატები თუ გავიდნენ პარლამენტში, ესეც კარგი იქნება. მე მაინც ვისურვებდი, „ოცნების“ სიაში აღმოჩნდნენ ახალი კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც გარკვეული ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში, რადგან ხელისუფლების მორალურ ლეგიტიმაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც შენ ხელისუფლებაში ავტორიტეტული ადამიანები გყავს, ხშირად ის არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც კი, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლოა, ასეთი ავტორიტეტული ხალხის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ასეთ ადამიანებს თუ ხალხი ენდობა, „ოცნების“ მუშაობა უფრო წარმატებული იქნება. ამ მხრივ „ოცნებამ“ აუცილებლად უნდა იმუშაოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Katana . ჩემი მუდმივი პატივისცემა ქ-ნ თამარ კიკნაძეს!
3 წლის უკან
trampi კი ....ამ ქ-ნ-ს ყოველთვის ობიექტური და მოვლენების ზუსტი მიმოხილვა ააქვს ხოლმე, სათქმელსაც ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ ამბობს

ისე ერთ დროს(მიშას პერიოდში) ლაღაზიძეც სწორად მსჯელობდა ხოლმე, ( მიშას კრიტიკის გამო ბევრჯერ თავი საფრთხეშიც ჩაუგდია) .... ჩვენგან ბევრი აღრფთოვანება და პატივისცემაც მიუღია, მაგრამ მერე, ბიძომ ახლოს რომ არ გაიკარა ...ოცნების მტრად იქცა...ყოველთვის იმას ცდილობს ნაცების მხარე დაიჭიროს და ამათ ავნოს
არა..... მთლიანობაში ესენი რომ დებილები არიან და 24 სააათი სუ სალანძღავები არიან მაგას არ უნდა ლაპარაკი, მაგრამ იმის კრიტიკა დღეს კრიტიკა აღარააა---- იმის კრიტიკა მხოლოდ ჯავრის ამოყრააა და 90% ობიექტურობას მოკლებული....
3 წლის უკან