ედისონ კავანი და ტიაგო სილვა „პარი სენ-ჟერმენს“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებენ. ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, - ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ტურის შემდეგ, ვადაზე ადრე დასრულდა. ჩემპიონი „პსჟ“გახდა, თუმცა კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობს თამაშს, რომელიც აგვისტოში უნდა განახლდეს. კავანიმ „პსჟ“-ს მაისურით 301 შეხვედრა ჩაატარა და 200 გოლი გაიტანა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს.
ტიაგო სილვა კი „პსჟ“-ში 212 წლიდან ირიცხება.