პრემიერ ლიგის ყოფილი ფეხბურთელი, უფრო მეტ ფულს სპიკერად მუშაობით გამოიმუშავებს

პრემიერ ლიგის ყოფილი ფეხბურთელი, უფრო მეტ ფულს სპიკერად მუშაობით გამოიმუშავებს

„ნორვიჩისა“ და „სპურსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ მაკვეიმ, წარმატებას სპიკერად მუშაობით მიაღწია. პოლი უფრო მეტ ფულს სპიკერად მუშაობით აკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

მან ტრავმა 32 წლის ასაკში, 2010 წელს მიიღო და იძულებული იყო ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა.

ამის შემდეგ ის ცდილობდა, რომ დიდ ბიზნესში ერთ-ერთი წამყვანი, გლობალურ ფიგურა გამხდარიყო.

მისი შრომა საბოლოოდ დაფასდა, მისი კლიენტები იყვნენ: Microsoft, Barclays, NatWest, Grant Thornton, PWC, Cisco და სხვა.

პოლი ახლა 42 წლისაა და ბელფასტში ცხოვრობს. ის ახლა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და წარმატებულ სპიკერად ითვლება.