ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„გადავწვიტე, RFEF-ის არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მოტივი ქვეყანაში შექმნილი სოციალური, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ასეთ დროს არჩევნები მეორეხარისხოვან ადგილს იკავებს. ახლა უნდა გავერთიანდეთ, რადგანაც ქვეყანას და ფეხბურთს სწორედ ჩვენი ერთიანობა სჭირდება. ჩვენ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ფეხბურთელებს და კლუბებს. ჩემი სურვილი იქნება, არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და სარგებელი მოუტანოს ესპანურ ფეხბურთს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ამის ნაკლებად მჯერა, მაგრამ ვფიქრობ, შემდეგ არჩევნებზე ყველაფერი რიგზე იქნება“, - წერს კასილიასი.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 24 ივნისს გაიმართება. თებერვალში „რეალის“ ყოფილი გოლკიპერი აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა.