ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულში ტრანსფერზე, სავარაუდოდ, 6 ფეხბურთელს დააყენებს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ემერსონ პალმერის, ტიემუე ბაკაიოკოს, მიში ბატშუაიის, დავიდ ძაპაკოსტას, ვიქტორ მოზესისა და დენი დრინკუოტერის გაყიდვას აპირებს.
უკვე ცნობილია, რომ ზაფხულში ლონდონურ კლუბს ჰაკიმ ზიეჩი შეუერთდება, რომელშიც „ჩელსიმ“ „აიაქსს“ 37 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.
მომავალი სეზონიდან „ჩელსი“ სავარაუდოდ კიდევ 3 ფეხბურთელს, ტიმო ვერნერს, კაი ჰავერცსა და ბენ ჩილველს დაიმატებს. ტრანსფერებში „ჩელსი“ 250 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას გეგმავს.