საბერძნეთის სპორტული გამოცემის ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ „ცსკა“-სთან კონტრაქტის პირობები შეთანახმა

საბერძნეთის სპორტული გამოცემის ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ „ცსკა“-სთან კონტრაქტის პირობები შეთანახმა

თორნიკე შენგელიამ „ცსკა“-სთან კონტრაქტის პირობები შეთანახმა და კარიერას მოსკოვის გუნდში განაგრძობს, - ამის შესახებ დღეს ინფორმაცია საბერძნეთის ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ გაავრცელა.

შენგელიამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან გამოდის. წლევანდელ ევროლიგაში ის შეხვედრაში საშუალოდ 16 ქულას, 6 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

საქართველოს ნაკრებში გამართულ 51 შეხვედრაში კი შენგელიას ანგარიშზე 653 ქულა, 295 მოხსნა და 46 შედეგიანი გადაცემაა.