"უფას" მწვრთნელი: "ტაბიძეს "ზალცბურგში" ან "ლაიფციგში" თამაში შეუძლია"

რუსული „უფას“ მწვრთნელის ვადიმ ევსეევის აზრით, ჯიმი ტაბიძეს გერმანულ „ლაიფციგში“ ან ავსტრიულ „ზალცბურგში“ თამაში შეუძლია.

ამის შესახებ რუსმა სპეციალისტმა ნობელ არუსტამიანთან საუბარში განაცხადა.

„უფას“ რომელ ფეხბურთელს შეუძლია „ზალცბურგში“ ან „ლაიფციგში“ თამაში? კარგი კითხვაა. ტაბიძე, ნედელჩარუ, ფომინი და სისუევი“, - თქვა ევსეემა.

შეგახსენებთ, რომ ჯემალ ტაბიძე „უფაში“ 2017 წლიდან თამაშობს და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.