სერია A-ს კორონავირუსი ვერ გააჩერებს

სერია A-ს კორონავირუსი ვერ გააჩერებს

იტალიის სერია A განახლების შემდეგ არ შეწყდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება კარანტინთან დაკავშირებით, შეიცვალა.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე გუნდში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება, მთელი გუნდი კარანტინში არ გადავა, როგორც ეს თავიდან ოთქვა, შესაბამისად, გუნდსაც არ მოუწევს 2 კვირით ჩემპიონატიდან გამოთიშვა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, დაინფიცირებული ფეხბურთელი ან პერსონალის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს, ხოლო დანარჩენი გუნდი ტესტირების გავლის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას. შესაბამისად, მატჩები არ გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ სერია A 20 ივნისს განახლდება, მანამდე კი დღეს, იტალიის თასზე „იუვენტუსი“ და „მილანი“ ერთმანეთს დაუპირისპირებიან.