"70 დღე დივანზე გაატარეს და ადვილი არაა დაბრუნება" - სარიმ "იუვეს" რესტარტი შეაფასა

„იუვენტუსმა“ სეზონი იტალიის თასის ფინალში გასვლით განაახლა. ტურინელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ (0:0) მატჩი შეაფასა.

„სამი თვის შემდეგ სათადარიგო სკამზე დაბრუნება და გუნდებს მოედანზე ნახვა კარგი გრძნობაა, მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები გვაკლდა. პირველი ნახევარი საათით ძალიან კმაყოფილი ვარ, მეტოქის მოედნის ბოლო 25 მეტრიან მონაკვეთში ბურთს ძალიან სწრაფად ვათამაშებდით. შემდეგ რიტმი დაგვივარდა და ორი შეხებით თამაშს ვერ ვახერხებდით, დავკარგეთ სისმსუბუქე.

თუმცა, ეს გასაგებია, ფეხბურთელებმა 70 დღე დივანზე გააატარეს და მარტივი არაა დაბრუნება, ახლა ბევრად უარეს ვითარებაში ვართ, ვიდრე პრესეზონის დროს. ფინალში ვინ იქნება ჩვენი მეტოქე მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ჩვენ იქ ვართ“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, დღეს მეორე ნახევარფინალში „ნაპოლი“ – „ინტერს“ დაუხვდება, ხოლო გამარჯვებული ფინალში 17 ივნისს, „იუვენტუსს“ გაეჯიბრება.