„ბაიერნის“ სტადიონის ტრიბუნებს სარეველა ბალახი მოედო

„ბაიერნის“ სტადიონის ტრიბუნებს სარეველა ბალახი მოედო

მიუნხენის „ბაიერნის“ საშინაო სტადიონის, „ალიანც არენის“ ტრიბუნებს სარეველა ბალახი მოედო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

„თუ გულშემატკივრებს სტადიონებზე შეუშვებენ, მათ ჯერ თავიანთ ადგილებამდე გზის გაკვალვა მოუწევთ“, - წერს გამოცემა.

გულშემატკივართა თანდასწრებით ბოლო მატჩი „ალიანც არენაზე“ „ბაიერნმა“ 8 მარტს, „აუგსბურგის“ წინააღმდეგ გამართა.