იტალიის თასის პირველი ფინალისტი ტურინის „იუვენტუსი“ გახდა

იტალიის თასის პირველი ფინალისტი ტურინის „იუვენტუსი“ გახდა

ტურინის “იუვენტუსი” იტალიის თასის ფინალშია. მაურიციო სარის მომზადებულმა გუნდმა ნახევარფინალის საპასუხო მატჩი „მილანთან” 0:0 დაასრულა და მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი ბურთის ხარჯზე გავიდა.

ტურინელებს ბურთის გატანა პირველ ტაიმში შეეძლოთ, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. რამდენიმე წუთში კი მთავარმა მსაჯმა დანიელე ორსატომ ზღვარგადასული უხეშობისთვის „მილანის” ხორვატი ფეხბურთელი ანტე რებიჩი გააძევა.

თასის ფინალში „იუვენტუსის” მეტოქის ვინაობა დღეს „ნაპოლი” - „ინტერის” შეხვედრაში გაირკვევა. მილანში ამ გუნდებს შორის გამართული პირველი თამაში ნეაპოლელებმა 1:0 მოიგეს.