მენი პაკიაო ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

მენი პაკიაო ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კრივში მსოფლიო ჩემპიონი მენი პაკიაო ფილიპინების 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ABS-CNB ავრცელებს.

პაკიაო ლიბერალური პარტიის წარმომადგენელია და 2010 წელს ფილიპინების კონგრესშიც მოხვდა. რაც შეეხება მის სპორტულ კარიერას, 62 ბრძოლიდან მან 53 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 7-ჯერ დამარცხდა.

პაკიაო რინგზე უკანასკნელად 2019 წლის ზაფხულში გავიდა, როდესაც ამერიკელი კიტ ტურმანი დაამარცხა და კრივის საერთაშორისო ასოციაციის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.