ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩების კალენდარზე ესპანური გამოცემა AS დამატებით დეტალებს ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ტურნირის მერვედფინალის დარჩენილი თამაშები 8 და 9 აგვისტოს ჩატარდება, 12 აგვისტოდან კი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მინი-ტურნირი დაიწყება. 8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის ფორმატით ითამაშებს, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში საუკეთესოები თითო-თითო მატჩით გაირკვევა. ფინალი 23 აგვისტოს „და ლუჟზე“ შედგება.
შეხვედრები ჟოზე ალვალადესა და ეშტადიუ და ლუჟზე მაყურებლების გარეშე ჩატარდება. პანდემიის გამო გამოცხადებულ იძულებით შესვენებამდე მერვედფინალში გასვლა პსჟ-მ, ატლეტიკომ, ლაიპციგმა და ატალანტამ მოასწრეს.
უეფა ჩემპიონთა ლიგის სეზონის განახლებისა და ფორმატის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 17-18 ივნისს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღებს.