ინგლისის საფეხბურთო პირველი ლიგის გათამაშება აღარ განახლდება. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ კლუბებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მიიღო. უმრავლესობამ მხარი სეზონის გაუქმებას დაუჭირა.
არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩემპიონშიფში "ქოვენთრი" და "როტერჰემი" აღზევდნენ, გადასასვლელ პლეი-ოფში კი "უიკომბის" ადგილს "პიტერბორო" დაიკავებს.
ცოტა ხნის წინ ანალოგიური გადაწყვეტილება ინგლისის კიდევ ერთი ქვედა დივიზიონის ხელმძღვანელობამ მიიღო და მეორე ლიგის წლევანდელი გათამაშებაც გაუქმდა.