ევროპის ლიგის დარჩენილ მატჩებს გერმანია უმასპინძლებს

ევროპის ლიგის დარჩენილ მატჩებს გერმანია უმასპინძლებს

ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების დარჩენილი ყველა შეხვედრა გერმანიაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი სპორტული გამოცემები ავრცელებენ.

უეფა ამუშავებს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის ფლეი-ოფის შეხვედრებს გერმანიის ოთხი ქალაქი, კიოლნი, დიუსელდორფი, დუისბურგი და გელზერკირხენი უმასპინძლებს.

ევროპა ლიგის წლევანდელი სეზონი 1/8 ფინალების პირველი რაუნდის შემდეგაა გაჩერებული და ტურნირი ამ სტადიის საპასუხო მატჩებით უნდა განახლდეს.