ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დღეს განახლდება

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დღეს განახლდება

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დღეს განახლდება.

იძულებითი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა „სევილიასა“ და „ბეტისს“ შორის გაიმართება. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

კარანტინამდე ლა ლიგის კლუბებმა 27 შეხვედრის გამართვა მოასწრეს. სატურნირო ცხრილს 58 ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს.