„ჩემპიონთა ლიგის“ ფინალი შესაძლოა მადრიდში ჩატარდეს

„ჩემპიონთა ლიგის“ ფინალი შესაძლოა მადრიდში ჩატარდეს

მადრიდის მერის თქმით, „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალი წელს შესაძლოა ესპანეთის დედაქალაქში ჩატარდეს. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტურნირის გამარჯვებული 30 მაისს, თურქეთში, ათათიურქის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამოვლენილიყო, თუმცა გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

„ვიცი, რომ ქალაქის საკრებულო ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და მინდა ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვთქვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მადრიდში ჩატარების მიმართ“, - განაცხადა მერმა ლუის მარტინეს-ალმეიდამ.

მისივე თქმით, ასეთი საერთაშორისო ტურინირის მასპინძლობა შექმნილ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და დაამტკიცებს, რომ მადრიდმა ვირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა მოკლე დროში შეძლო. მოკლე დროში გამოვიდა.

UEFA-ში ჯერ არ დაუდასტურებიათ როდის აღდგება „ჩემპიონთა ლიგის“ გათამაშება და სად გაიმართება ფინალი. სავარაუდოდ ეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სხდომაზე, 17 ივნისს გაირკვევა.