„მილანის“ ესპანელი ფეხბურთელი სამუ კასტილიეხო გაძარცვეს. ამის შესახებ ის Instagram-ის გვერდზე წერს.
„ყველაფერი რიგზეა მილანში? ახლახანს ორმა ახალგაზრდამ გამძარცვა. მათ შუბლზე პისტოლეტი მომადეს,“-წერს 25 წლის ფეხბურთელი.
კასტილიეხო „მილანში“ 2018 წელს გადავიდა. მანამდე ის „ვილიარეალისა“ და „მალაგის“ ღირსებას იცავდა.