როჯერ ფედერერი ჩოგბურთს 2021 წლამდე ვეღარ ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა სპორტსმენმა მარჯვენა მუხლზე კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა, რომლის მკურნალობასაც რამდენიმეთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა სჭირდება.
ფედერერმა ოფიციალური განცხადება საკუთარ Twitter-ზე გააკეთა და აღნიშნა, რომ 100 პროცენტით გამოსაჯანმრთელებლად პაუზა აუცილებლად სჭირდება.
შვეიცარიელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზე იმყოფება, კარიერაში კი დიდი მუზარადის ტურნირი 20-ჯერ აქვს მოგებული.