NBA-ის ყოფილი კალათბურთელი ამბობს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში აშშ-ში მარიხუანა უფასო გახდება

NBA-ის ყოფილი კალათბურთელი ამბობს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში აშშ-ში მარიხუანა უფასო გახდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილმა კალათბურთელმა, მეტა სანდიფორდ-არტესტმა, რომელიც 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს, თწიტტერ-ზე წინასაარჩევნო დაპირებების გაცემა დაიწყო.

ყოფილი კალათბურთელის თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, მარიხუანა ყველა შტატში ლეგალური და უფასო იქნება. გარდა ამისა, თითოეული ამერიკელი ყოველთვე უფასოდ ერთ ყუთ ბურბუშელას მიიღებს, ქვეყანაში კი ქალის რძის თავისუფალი გაყიდვა იქნება შესაძლებელი.

40 წლის სანდიფორდ-არტესტი (რონ არტესტი) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „ჩიკაგო ბულსის“, „ნიუ-იორკ ნიქსის“ და კიდევ რამდენიმე კლუბის ღირსებას იცავდა. 2004 წელს ის ლიგის საუკეთესო მცველი გახდა. პროფესიული კარიერა მან 2017 წელს დაასრულა.

რონ არტესტმა სახელი ორჯერ შეიცვალა. 2011 წელს მან მეტა უორლდ პისი დაირქვა, 2020 წლის მაისში კი მეტა სანდიფორდ-არტესტზე შეჩერდა.