ესპანეთის საფეხბურთო ლა ლიგის ერთ-ერთ მსაჯს, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ახმაურებენ, კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას sport.es ავრცელებს.
ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტესტირების მეორე ეტაპი თითოეული გუნდის ყველა ფეხბურთელმა და ლიგის ყველა არბიტრმა გაიარა და მხოლოდ ერთი დადებითი შედეგი დაფიქსირდა. ინფიცირებული მსაჯი კარანტინშია გადაყვანილი. დაავადება უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
ესპანეთის ლა ლიგა, რომელსაც 27 ტურის შემდეგ 58 ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს, 11 ივნისს, „სევილია“ - „ბეტისის“ მატჩით განახლდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.