"ისეთ გუნდს შევქმნით, დაუყოვნებლივ სერია A-ში გადავალთ" - ბერლუსკონის ამბიციები

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია C დასრულებულად გამოცხადა და ლიდერი „მონცა“ სერია B-ში აღზევდა.

ლომბარდიელთა მეპატრონე სილვიო ბერლუსკონია, რომელმაც კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისეთ გუნდს შექმნის, რომელიც სერია A-ში გადასასვლელად დაუყოვნებლივ იბრძოლებს.

„მონცაში“ შევქმნით გუნდს, რომელიც სერია B-ს მწვერვალისთვის იბრძოლებს, რომ სერია A-ში გადავიდეს. აღზევება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგანაც ზოგიერთი არაპროგნოზირებადია. მეორეს ყველაფერს დავგეგმავთ და გავაკეთებთ ამისთვის“, - თქვა ბერლუსკონიმ.

აქვე გეტყვით, რომ „მონცა“ სერია B-ში ბოლოს 2001 წელს თამაშობდა და მას შემდეგ რანგით მეორე ლიგაში პირველად იასპარეზებს.