ბალოტელი

ბალოტელი "ბრეშას" ბაზაზე სავარჯიშოდ მივიდა, მაგრამ არ შეუშვეს

რამდენიმე დღის წინ La Repubblica-მ გაავრცელა ცნობა, რომ „ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ მარიო ბალოტელიმ გუნდიდან გარიცხა, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა.

თუმცა, „ბრეშასა“ და მარიოს ურთიერთობა ისევ კრიტიკულია. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, დღეს ბალოტელი კლუბის ბაზაზე მივიდა, რომ საწვრთნელ პროცესს დაბრუნებოდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ ბაზაზე არ შეუშვა და ვარჯიშის უფლება არ მისცა.

შეგახსენებთ, მარიო ბალოტელი „ბრეშას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ახლა კი, გარდაუვალია, რომ გუნდის დატოვება მოუწევს.