მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კილიან მბაპეა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კილიან მბაპეა

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგში პირველ ადგილს „პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე იკავებს, რომელიც 259,2 მილიონი ევრო ღირს, მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი (€194,7 მლნ), მესამე პოზიციაზე კი „ბორუსიის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩოა (€179,1მლნ).

„ბარსელონას“ კაპიტანი მესი რეიტინგში 22-ე ადგილზე მოხვდა, „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ კი 70-ზე.