ვის ენდობა ივანიშვილი საარჩევნო პროცესის წარმართვისას -კალაძეს, ღარიბაშვილს, გახარიას, თუ ცქიტიშვილს?!

ვის ენდობა ივანიშვილი საარჩევნო პროცესის წარმართვისას -კალაძეს, ღარიბაშვილს, გახარიას, თუ ცქიტიშვილს?!

ვის მეტ ძალაუფლებას ანიჭებს ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესის წარმართვისას - კალაძეს, ღარიბაშვილს, გახარიას, თუ სულ ახლახანს მის კარზე დაწინაურებულ მაია ცქიტიშვილს?!

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არსებული დეპუტატების მასობრივ წმენდას იწყებს. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, რადგან „ოცნების ბოსებს“ არ სურთ ამდენი მომდურავის ერთბაშად გადაკიდება.

თუკი გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგეს სათავეში.

ჯერ კიდევ გასულ წლებშიც ჩნდებოდა განცდა, რომ „ოცნების“ საპარლამენტო სიას ბიძინა ივანიშვილი დააკომპლექტებდა. უფრო კონკრეტულად, 2016 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მანანა კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ამ საქმეში ივანიშვილის წვლილი ნაკლებად იყო და სიის ფორმირებაზე კარგა ხანია, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე მუშაობდნენ. 2016 წელს ამ საქმეში პარტიის მაშინდელი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილიც ჩაერთო.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი გუნდი, შეინარჩუნოს. ეს მის ინტერესშია, როგორც პოლიტიკოსის და, როგორც ქვეყნის ლიდერის. მეორე მხრივ, ფუნქციურად არის დანაწილებული საქმეები „ქართულ ოცნებაში“ და „ოცნების“ ლიდერშიპს სხვადასხვა ფუნქციები აკისრია. უფრო კონკრეტულად, გიორგი გახარია მმართველობის ეფექტურობაზე, მთავრობის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი. საარჩევნო პროცესზე უფრო ირაკლი კობახიძეა პასუხისმგებელი. საარჩევნო სიებს რაც შეეხება, კოლექტიურად ხდება ამ სიების ფორმირება, მსჯელობის შედეგად, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი ამბობს თავის სიტყვას.

„რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, კახა კალაძეს თავისი ინტერესები აქვს და აქ, კარგი გაგებით, ინტერესებს ვგულისხმობ. ცხადია, კახა კალაძე სხვა კანდიდატებს ანიჭებს უპირატესობას, ღარიბაშვილი, შეიძლება, სხვა კანდიდატებს გამოარჩევდეს, გახარია კი - სხვას. საბოლოოდ კონსენსუსი მიიღწევა-ხოლმე. თუ კონსენსუსი ვერ მიიღწევა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს-ხოლმე ასეთ სიტუაციებს და საქმე გამწვავებამდე არ მიდის. ინტერესები შეიძლება განსხვავებულია, მაგრამ კონფლიქტამდე არ მიდიან. ერთადერთი კონფლიქტი იყო მხოლოდ მაშინ, როცა ჩავარდა პროპორციული არჩევნები, ანუ როცა არსებობდა ინტერესთა შეუთავსებლობა მაჟორიტარულ კანდიდატებსა და სიით კანდიდატებს შორის. მაშინ არსებითი კონფლიქტი მართლაც იყო და ეს შეიძლება გამხდარიყო პარტიის დაშლის გამომწვევი. ასეთ დროს საქმეში ბიძინა ჩაერია, რადგან რეალურ ინტერესებზე ოპერირებს ბიძინა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ვის ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესის ფორმირებისას, ეს ივანიშვილთან მიმართებით ცოტა მიამიტურია. ბიძინა არავის არ ეყრდნობა, ადამიანები მისთვის არიან უბრალოდ რესურსები, ადამიანები არიან ფიგურები, რომელთაც ზოგჯერ გასწევს, ზოგჯერ კი შემოსწევს. შეიძლება, კანდიდატურების შერჩევისას ერთ ეტაპზე ერთი ადამიანი სთავაზობდეს კანდიდატურებს, მეორე ეტაპზე - მეორე, შეიძლება, რაღაც ეტაპზე ერთს დაეყრდნოს, მეორე ეტაპზე - მეორეს. ეს უკვე დინამიკაში გაირკვევა.

„მისთვის არავინაა შეუცვლელი. ნებისმიერ მომენტში შეუძლია ნებისმიერი ფიგურა გამოცვალოს. ამის პრობლემა არ აქვს. ივანიშვილი ეცდება, გახარია დატოვოს სტერილური, რომ ერთი მხრივ გამოიყენოს მისი რესურსი, გახარია გახდეს ორთქმავალი დიდი შემადგენლობის, მაგრამ, ამასთანავე, გახარიას არ ჰქონდეს თავისი არაფერი. ანუ, სავარაუდოდ, გახარიას არ მიანდობენ საარჩევნო სიის ფორმირებას და დატოვებენ სრულიად მარტო. პოსტსაარჩევნო პერიოდში მარტოკაცის მოშორება კი ძალიან ადვილი იქნება“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

Maverick ხუხა, რისი ხუხაა თუ ხუხიზმით არ ილიბერასტ-იჭურექსპერიტა...
ერთ რამეში ვეთანხმები, მიმხვდარა როგორც იქნა საკუთარი ხუხური გამოცდილებიდან გამომდინარე, კერძოდ... „მისთვის არავინაა შეუცვლელი. ნებისმიერ მომენტში შეუძლია ნებისმიერი ფიგურა გამოცვალოს“.
3 წლის უკან
tngh
3 წლის უკან
tngh ქ-ნი ემა ტუხიაშვილის გარდა, კიდევ ვინმეს სჯერავს ღრმად პატივცემული "ხუხასი"...
3 წლის უკან