ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 31 ივლისს განახლდება. კლუბებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, NBA-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ყველა თამაში ორლანდოში გაიმართება და 30 გუნდის ნაცვლად 22 ითამაშებს.
სატურნირო ცხრილის მიხედვით პლეი-ოფის ზონაში მყოფ 16 გუნდს კიდევ 6 კლუბი, „ნიუ ორლეანი“, „ფინიქსი“, „პორტლენდი“, „საკრამენტო“, „სან ანტონიო“ და „ვაშინგტონი“ დაემატა.
რეგულარულ სეზონში თითო გუნდს 8 თამაში მოუწევს. NBA-ს 30 გუნდიდან სეზონის 31 ივლისს განახლებული ფორმატით ჩატარებას მხარი ოცდაცხრამ დაუჭირა და „პორტლენდის“ სახით მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა.