„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. ამის შესახებ გამოცემა AS-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელმა სატრენაჟორო დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. მიზეზი ტრავმა გახდა, რომლის გამოც მესი მინიმუმ 10 დღე სრულფასოვან ვარჯიშს ვერ შეძლებს.
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „ბარსელონა“ 13 ივნისს „მალიორკასტთან“ გამართავს. მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.