დიეგო არმანდო მარადონა „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას აგრძელებს.
როგორც არგენტინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთის ლეგენდასთან ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
მარადონამ „ხიმნასია“ 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა. გუნდს 20 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 7 მოიგო, 8 წააგო და 5-ჯერ ფრეს დასჯერდა. როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი ნაადრევად დასრულებულად გამოცხადდა, არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, „ხიმნასია“ მე-19 ადგილს იკავებდა.
59 წლის სპეციალისტს მექსიკის „დორადოსში“, საამიროების „ალ ვასლსა“ და „ალ ფუჯაირაში“ მუშაობდა. 2008-10 წლებში კი დიეგოს არგენტინის ეროვნული ნაკრები ებარა.