ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისთვის ყველა თამაში წაგებულია, ჩიხურ მდგომარეობაში არიან

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისთვის ყველა თამაში წაგებულია, ჩიხურ მდგომარეობაში არიან

თითოეული პარტია 8 მარტის შეთანხმების მიხედვით უნდა მოქმედებდეს, თუმცა სამწუხაროდ, ორი პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპოზიციას უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ავიღეთ ვალდებულება, ავამოქმედოთ ახალი საარჩევნო სისტემა და რა თქმა უნდა, თითოეული პარტია ამ შეთანხმების მიხედვით უნდა მოქმედებდეს, თუმცა სამწუხაროდ ხედავთ, რომ ორი პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში.

რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი ამ დოკუმენტის სრული მხარდაჭერა პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზე.

ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, გრაფიკი ამ დოკუმენტის მიღებისთვის - შედგება ორი სატელევიზიო ფორმატის შეხვედრა საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში და ამის შემდეგ უკვე დოკუმენტი გადაინაცვლებს ოფიციალურ სახალხო განხილვაზე, სადაც 21 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, უკვე სამი მოსმენით უნდა მივიღოთ ეს დოკუმენტი.

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოპოზიციამ ხმა მისცეს ამ დოკუმენტს სრულად, თუ ისინი ხმას არ მისცემენ ამ დოკუმენტს, მაღალი ალბათობით, ამის გარეშეც გავა ეს დოკუმენტი, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ - თუ არ გავა ეს ცვლილება, ამის გარეშეც მძიმე არაფერი არ ხდება, არჩევნები ჩატარდება 77-73-ზე სისტემით, რომელიც არის ასეთივე ლეგიტიმური, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ეს არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდეს, ამ შემთხვევაში, პირველად მოხდება საქართველოში ამ 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ არჩევნები ისეთი სისტემით ჩატარდება, რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი იქნება შეთანხმებული. ჩვენ ვემზადებით უკვე ამ არჩევნებისთვის, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ შეთანხმება მმართველმა გუნდმა ჩაშალა, ირაკლი კობახიძის თქმით, სპეკულაციები მუდმივად იმის სხვადასხვა თემაზე.

„ამას მიჩვეულები ვართ, მუდმივად გრძელდება სპეკულაციები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ყველამ იცის - საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ბუნებრივია, ყველა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს ამ საარჩევნო სისტემას და თუ ვინმე არ დაუჭერს მას მხარს, ის დარჩება ერთიანობის მიღმა, რაც უნებრივია, მათთვის იქნება პოლიტიკურად დამაზიანებელი, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციისთვის არჩევნებმა, მის ჩატარებამდე 5 თვით ადრე დაკარგა აზრი.

„გამოქვეყნდა რეიტინგები, რომლის მიხედვითაც ამ ორი პარტიიდან ერთს აქვს 12%-იანი მხარდაჭერა, მეორეს - 3%. ეს მათაც იციან, ისინიც ატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს. შესაბამისად, არჩევნებმა აზრი უკვე დაკარგა და გადავიდნენ დესტრუქციული სცენარისკენ, თუმცა ამ დესტრუქციასაც სჭირდება თავისი მყარი საფუძველი და სახალხო მხარდაჭერა - აქაც იმდენად სუსტია მათი სახალხო მხარდაჭერა, რომ ეს დესტრუქციაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ პოზიტიური სვლა და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ უარს აცხადებენ, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველა თამაში მათთვის წაგებულია და ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში არიან შესული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

ამაზე შეთანხმებას ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უცხოელი პარტნიორების შუამავლობით გამართული დისკუსიების დროს მიაღწიეს. თუმცა ოპოზიციის განცხადებით, „თუ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება ჩაშლილ