„ვაშინგტონში სამართლიანობის დროშით დაწვეს ისტორიული ეკლესია და შებღალეს ლინკოლნის მემორიალი, პრეზიდენტის, რომელმაც იბრძოლა მონების განთავისუფებისთვის და შეეწირა კიდეც ამას“

„ვაშინგტონში სამართლიანობის დროშით დაწვეს ისტორიული ეკლესია და შებღალეს ლინკოლნის მემორიალი, პრეზიდენტის, რომელმაც იბრძოლა მონების განთავისუფებისთვის და შეეწირა კიდეც ამას“

ფეისბუქ-მომხმარებელი თორნიკე ბერიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"უცნაური რამეები ხდება ამერიკაში:

- კორონავირუსი და სოციალური დისტანცირება ლამის ყველას დაავიწყდა.

- ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი არავის აღარ აინტერესებს.

- მედია, რომელიც ისტერიკაში იყო ქვეყნის დახურვის წინააღმდეგ გამოსვლების გამო და უპასუხისმგებლოს და უტვინოს უწოდებდა ამ ხალხს უცბად აქებს გაცილებით უფრო მაშტაბურ გამოსვლებს და გმირებად რაცხავს მათ.

- შავკანიანების ჩაგვრის და რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლები წვავენ და ანადგურებენ ძირითადად ღარიბ რაიონებს და აუბედურებენ შავკანიან მოსახლეებს.

- რასიზმით და უსამართლობით აღშფოთებულები სიხარულის ჭყლოპინით და ბედნიერად ძარცვავენ მაღაზიებს და იტაცებენ ფეხსაცმელებს, ბრჭყვიალა ჭინჭებს და ტელევიზორებს.

- უცბად გადააბრალეს გამოსვლები და აგრესიული ქმედება თეთრების რადიკალურ ჯგუფებს (თუმცა ამან ვერ მოიკიდა ფეხი, იმდენად აშაკარად ჩანს რეალურად ვინ მონაწილეობს), ამ დროს ჰოლივუდის თეთრი სელებრითები ფულს აგროვებენ მონაწილეების ციხეებიდან გირაოთი დასახსნელად, ჰოდა ვის შველიან? თეთრ ფაშისტებს და კუკლუქს კლანს?

- დემოკრატი ხელისუფლები ადგილებზე აგვიანებენ რეაქციას და მერე, როდესაც გაუსაძლისია გვარდიას ითხოვენ.

- ვაშინგტონში სამართლიანობის დროშით დაწვეს ისტორიული ეკლესია და შებღალეს ლინკოლნის მემორიალი, პრეზიდენტის, რომელმაც იბრძოლა მონების განთავისუფებისთვის და შეეწირა კიდეც ამას.

კიდევ მრავალი წინააღმდეგობის და უცნაურობის მოყვანა შეიძლება.

თქვენ თითონ იფიქრეთ, რა და რატომ.

ამდენთვიანმა ჩაკეტილობამ, უსაქმურობამ, დაძაბულობამ ამოხეთქა და გზას და გამოსავალს ეძებს. ოღონდ ამის გამოყენებაზე და ხელის მოთბობაზე ფიქრი, ამიტომ ზედ ნავთის დასხმა, არა მგონია ჭკვიანური იყოს. სახიფათო ილუზიაა იმის ფიქრი თითქოს ამის მართვა შეუძლიათ. ზვავი ვინმეს ჭკუაზე არ დადის.

უსინდისო პოლიტიკოსებს და აჟიტირებულ ვაი პროგრესისტებს არ ესმით, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ეგოისტური მიზეზისთვის ქვეყნის დანგრევა და დაბუგვა. უმართავი ძალების და ინსტიქტების მიშვება ყველას უბედურებას მოუტანს.

არ მუშაობს არავის სასარგებლოდ პრინციპი - რაც უარესი, მით უკეთესი!

საბედნიეროდ ნორმალური ხალხი, ფერის, რასის და რელიგიის მიუხედავად ფხიზლდება, გრძნობენ რომ არავინ მათ მაგივრად ქვეყანას არ გადაარჩენს და ამ სიბნელეს და აგრესიას არ მოათავებს.

ამერიკის ძალაც სწორედ ეს არის."

trampi პირდაპირ აღშფოთებული ვარ ჩვენი ფანდარასტი ასოების უმოქმედობით
ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო რატო არ აღშფოთდებიან მაინც, რას უყურებენ?? დაიქცა ამერიკა .....ქუნემ ქუნემ
ნეტა პური მაინც მეჭამა---- ჯავრისგან აღარა ვარ ..
.გამჭირვალე გიგაურს კი მთელი ამერიკა სუ ქინზე კიდია...ფულს აძლევეეეენ?---- ვსიო.... მოსტყვნიათ პატრონიო......
3 წლის უკან
amo ჩემო თბილო, ტკბილო, ქედმაღალო, რაც მთავარია ქრისტიანო, შემცოდებელო, მიმტევებელო და ჭკვიანო საქართველოვ!
3 წლის უკან
trampi საქართველოს დარი ქვეყანა დედამიწაზე არ არსებობს.....
მოვა ჩქარა დრო და ამას ყველა დაინახავს
3 წლის უკან