ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის ჩაკეტვა არ იგეგმება

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის ჩაკეტვა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის ჩაკეტვა არ იგეგმება. ამის შესახებ ზახაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360" გრადუსი განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შესაბამის კითხვას.

მან ასევე ისაუბრა „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებითაც. ზახაშვილის განცხადებით, ამ კლასტერთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია.

„კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში, სადაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ არიან. აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.