არსებობს რისკი, რომ თბილისში

არსებობს რისკი, რომ თბილისში "საბურთალოს კლასტერის" მსგავსი კიდევ ჩამოყალიბდეს!

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"ახლა სიფრთხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არსებობს იმის ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს. რაც უფრო მეტად გავიხსნებით და გავაქტიურდებით, ამის ალბათობა უფრო მეტი იქნება.

შეშფოთების საბაბი ნამდვილად არის. დიდი იმედი მაქვს საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს. გახსოვდეთ - პირბადე გვიცავს!“, - აღნიშნა "პალიტრანიუსის" ეთერში ეპიდემიოლოგმა.