ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს განხილვის პროცესი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, წარადგენენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

როგორც კობახიძე ვარაუდობს, განხილვის პროცესი ივნისის შუა რიცხვებში, დასრულდება.

„რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 21 ივნისისთვის გავიტანოთ კანონპროექტი პარლამენტში პირველ მოსმენაზე და 29 ივნისს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული. პირველი განხილვა თბილისში შედგება 4 ივნისს, რაც შეეხება აჭარის მაუწყებელს, სავარაუდოდ 13 ან 14 ივნისს შედგება განხილვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

Maverick ვახ, სახალხო განხილვა დაჩქარებული წესით?!
ჩამოუქროლებს კობახიძე მატარებლით ქალაქებს და რაიონულ ცენტრებს, ხოლო სადაც რკონიგზა არ მიდის ვერტმფრენით გადაუფრენს და ხალხს ციდან რუპორით გაანათლებს...??????
4 წლის უკან