კიევის მერის ინფორმაციით, კიევში, ქალთა მონასტერში 26 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

კიევის მერის ინფორმაციით, კიევში, ქალთა მონასტერში 26 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

კიევში, ქალთა მონასტერში კორონავირუსი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. კოვიდინფექცია დაუდასტურდა 26 ქალს.

საუბარია კიევში მდებარე ქალთა მონასტერზე, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

კიევის მერის თქმით, ამჟამად საავადმყოფოებში მკურნალობს რვა ინფიცირებული ქალი. თავად მონასტერი კი, დეზინფექციის მიზნით დახურულია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კარანტინი მოხსნეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ და კიევში მდებარე სამ მონასტერში. მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრაში.

trampi კდევ კარგი ფეხმძიმეები არ არიან....კორონას ეშველება
3 წლის უკან