თეა წულუკიანმა მის შესაძლო დაწინაურებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას განმარტავს

თეა წულუკიანმა მის შესაძლო დაწინაურებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას განმარტავს

პრემიერ-მინისტრის ეს რეპლიკა-პასუხი იყო იმ აბსოლუტურად ოდიოზურ პოლიტიკოსად ქცეული ადამიანის კივილზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმები იდგეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის, იგეგმება თუ არა მისი დაწინაურება, საპასუხოდ განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, მოვლენების განვითარების შესაბამისად ყველა დაინახავს ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველანი დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ჩვენ ყველას წინ გვაქვს" - განაცხადა თეა წულუკიანმა.