მეუფე იაკობი: სინოდის მორიგ სხდომაზე ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება სხდომის ჩანიშვნას უნდა დაელოდოს

მეუფე იაკობი: სინოდის მორიგ სხდომაზე ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება სხდომის ჩანიშვნას უნდა დაელოდოს

"სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ, ვინ ვისი იარაღია. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტემია დავადოთ-ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე, ღმერთს რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პეტრე ცაავას მიერ მის მიმართ კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მამა ადნრია სარიას დასჯის საკითხი, მეუფემ განაცხადა, რომ სინოდის მორიგ სხდომაზე ყველაფერი გაირკვევა და საზოგადოება სხდომის ჩანიშვნას უნდა დაელოდოს.

"სინოდზე ყველა საკითხი გამოდის და აისახება. ის ათინოგენი პეტრეს გავლენაშია, ყაზბეგიდან ერთად მოდიან და რასაც ეტყვის, იმას აკეთებს", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.